საფოსტო პლატფორმა

epicsoft networks-ის საფოსტო სერვერები

epicsoft.email-ზე მუშაობს esn.ge-ის ბიზნეს ელფოსტა: საფოსტო ყუთები, ვებ-ფოსტა და წერილების მიწოდება ჩვენი კლიენტებისთვის. აქ ნახავთ თქვენი საფოსტო პროგრამის პარამეტრებსა და კონტაქტებს სხვა საფოსტო სერვერების ადმინისტრატორებისთვის.

საფოსტო პროგრამის გამართვა

შეიყვანეთ ეს პარამეტრები, როცა საფოსტო პროგრამა მათ მოგთხოვთ. ისინი ერთნაირია ჩვენს სერვერებზე არსებული ყველა საფოსტო ყუთისთვის.

შემომავალი ფოსტის სერვერი IMAP

სერვერი
imap.epicsoft.email
პორტი
993
დაშიფვრა
SSL/TLS
მომხმარებლის სახელი
თქვენი ელფოსტის სრული მისამართი
პაროლი
თქვენი საფოსტო ყუთის პაროლი

გამავალი ფოსტის სერვერი SMTP

სერვერი
smtp.epicsoft.email
პორტი
465
დაშიფვრა
SSL/TLS
მომხმარებლის სახელი
თქვენი ელფოსტის სრული მისამართი
პაროლი
თქვენი საფოსტო ყუთის პაროლი

ვებ-ფოსტა

საფოსტო პროგრამა ხელთ არ გაქვთ? წერილები ბრაუზერშიც შეგიძლიათ წაიკითხოთ და დაწეროთ – webmail.epicsoft.email-ზე, იმავე მისამართითა და პაროლით.

საფოსტო სერვერების ადმინისტრატო­რებისთვის

ჩვენს პლატფორმაზე არსებული დომენების ფოსტას ეს სერვერები იღებს. დაშიფრული მიწოდების ჩვენს პოლიტიკას MTA-STS-ის საშუალებით ვაქვეყნებთ.

MX სერვერები

  • mx04.epicsoft.email
  • mx03.epicsoft.email
  • mx07.epicsoft.email

სპამი ან ბოროტად გამოყენება

ჩვენი სერვერებიდან არასასურველი წერილი მიიღეთ? გადმოგვიგზავნეთ დანართის სახით, ყველა სათაურთან (headers) ერთად.

abuse@epicsoft.email

მიწოდების პრობლემები

ჩვენი სერვერებიდან ან ჩვენს სერვერებზე გაგზავნილი ფოსტა უარყოფილია, ან რომელიმე მათგანი შავ სიაშია? გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ შეცდომის სრული ტექსტი და დრო, როდესაც ის მოხდა.

postmaster@epicsoft.email

გაქვთ კითხვები საფოსტო ყუთთან დაკავშირებით?

მოგვწერეთ მისამართზე support@esn.ge – ახალი მისამართების, საკუთარი დომენის ან საფოსტო ყუთთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საკითხის შესახებ.

ბიზნეს ელფოსტა თქვენი კომპანიისთვის: esn.ge